თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 10 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +21 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.