ესპანეთში ქართველების ჯგუფი დააკავეს

დაკავებულები ქალაქ ალიკანტეში საცხოვრებელ სახლებს სისტემატურად ძარცვავდნენ.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში საცხოვრებელი სახლების ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ საქართველოს 9 მოქალაქე დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურ დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ. მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
ესპანეთის სანაპიროსთან კოკაინით სავსე გემზე ოთხი ქართველი დააკავეს
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, სწავლობდნენ პატრონების გადაადგილების დროებსა და მარშრუტებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ.
როგორც ირკვევა, მხოლოდ ერთ ღამეში ბრალდებულებმა 5 ბინის გაძარცვა მოახერხეს. სპეცოპერაციის დროს ნივთმტკიცებების სახით ამოღებულია ნაძარცვი ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.