საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ეწვია

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოლსონის შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ხუთშაბათს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი ჩამოვიდა, იუწყება საქართველოში აშშ-ის საელჩო.
დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ერიკა ოლსონი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოლსონის შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.
„არ უნდა ჩაერიოთ": მოსამართლეთა კონფერენცია ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებს პასუხობს
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს.
ბოლო დროს აშშ-ის ინტერესი საქართველოს მიმართ მაღალია. 18 ოქტომბერს საქართველოს ეწვია აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელმაც საქართველოს „შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა“ უწოდა.