ისრაელში ქართული მაფიის ლიდერი შვილთან ერთად ავტომობილში ჩაცხრილეს

ისრაელის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ისრაელში ემიგრირებული ქართველები შემოიკრიბა და მძლავრი დანაშაულებრივი ქსელი შექმნა.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ისრაელში ქართული მაფიის ლიდერი შუმ ისაკოვი 20 წლის ვაჟთან ერთად ავტომობილში ჩაცხრილეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ისრაელის მასმედიაზე დაყრდნობით.
53 წლის ისაკოვს ცეცხლი ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა გაუხსნა. მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად პოლიცია კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.
ისაკოვს ისრაელში „ქართული მაფიის ბოსად" მოიხსენიებდნენ. მან საქართველო ოჯახთან ერთად წლების წინ დატოვა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.