ყვითელი ამბები

„შაბათი საღამო, სერიალები და პიცა ლოიკთან ერთად“ – დემნა გვასალიას რეცეპტი ბედნიერებისთვის

Sputnik
დემნა გვასალიას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მისი ახალი ინტერვიუს დეტალები ვრცელდება, სადაც დიზაინერი კარიერულ წარმატებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ბალენსიაგასთან“ თანამშრომლობა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო.
ბლიც-ინტერვიუში დემნა ამბობს, რომ ის მეგობრებში ერთგულებას აფასებს, ხოლო ბედნიერება მისთვის შაბათი საღამო, პიცა და „ნეტფლიქსის“ „თრეში“ სერიალების ყურებაა მის მეუღლე ლოიკთან ერთად.
გაიცანით დემნა გვასალიას უცნობი ძმა გურამი, რომელიც ასევე მოდის სფეროში მოღვაწეობს – ფოტო
დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა.
დემნას მიერ შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, სუპერმოდელები და პოპ-ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და სხვები. მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.