მსოფლიო დღეს

„გარდაუვალი არჩევანი“: ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას „გარდაუვალ არჩევანად“ და სუვერენულ უფლებად მიიჩნევს ომის თავიდან ასაცილებლად, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს ან ძალის წინააღმდეგ. ეს არის გარდაუვალი არჩევანი თავად ომის თავიდან ასაცილებლად და სუვერენიტეტის, სახელმწიფოს ღირსებისა და ხალხის უფლების დასაცავად, იცხოვროს და განვითარდეს. ეს სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისო კანონმდებლობით საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა“, − ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი, თუმცა განცხადების ავტორის ვინაობას არ აკონკრეტებს.
მსოფლიო დღეს
საფრთხე მსოფლიოსთვის: ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას განაგრძობს
მანამდე, 14 ოქტომბერს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ევრაზიის ქალთა მესამე ფორუმზე შეკითხვას, როგორ ეკიდება რუსეთი ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უფლებას, უპასუხა, რომ რუსეთის პოზიცია „საერთაშორისო სამართალს ეფუძნება“.
მისი განმარტებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლი „ადგენს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის განუყოფელ უფლებას, თუ ისინი ექვემდებარებიან შეიარაღებულ თავდასხმას; ეს დებულება სრულად ვრცელდება გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოზე, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაზეც“.