ყვითელი ამბები

40 წლის ვერა ქობალია თინეიჯერს ჰგავს – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ექს-მინისტრი

Sputnik
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც 40 წლის ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. ვერა წითელ ბერეტსა და კრემისფერ ორეულში პოზირებს და როგორც შემდეგი აქტივობებიდან ირკვევა, ნიუ-იორკის ქუჩების დასაპყრობად ემზადება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, ვერა ქობალია სოციალურ ქსელში კვლავ აქტუალური გახდა.
სააკაშვილის თქმით, ვერა ქობალია 300-მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი გახდა, რომელიც ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად მიავლინა ავსტრალიის მთავრობამ, ხოლო თავად ვერა ძალიან წარმატებული ბიზნესმენია კანადაში. მუშაობს ინოვაციების სფეროში და მისი კომპანიის აქციონერი გახდა „ტვიტერი“.
ექს-პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი ხელისუფლების დაბრუნების პირობებში ვერაც აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. ვერა ქობალია სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურია. ის ოჯახთან ერთად კანადაში ცხოვრობს და პირადი ხასიათის ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება.
მისი მე­უღ­ლე არ­ქი­ტექ­ტო­რი და­ვით კურ­ცხა­ლი­აა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა ქო­ბა­ლი­ამ აღნიშნა, და­ვით კურ­ცხა­ლი­ას არას­დროს უმუ­შა­ვია სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, ის კერ­ძო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი და მათ ერ­თმა­ნე­თი გუ­და­ურ­ში, მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნეს.
2013 წლის მაისში წყვილს ანასტასია შეეძინა. გოგონა უკვე 8 წლისაა. როგორც პოლიტიკოსის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახი ხშირად მოგზაურობს ბავშვთან ერთად.