თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ირკუტსკის ოლქში ბელარუსის ავიაკომპანია „გროდნოს“ თვითმფრინავ Ан-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости.
ბელარუსის ტრანსპორტის სამი9ნისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟი შვიდი წევრისგან შედგებოდა: რუსეთის ორი მოქალაქე, ორი უკრაინელი და სამი ბელარუსი.
ავიაკატასტროფის ადგილზე შვიდივე დაღუპულის ცხედარი უკვე ნაპოვნია.
როგორც სააგენტოს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცნობეს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მიწაზე არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. კატასტროფის ადგილზე 110-ზე მეტი მაშველი და 60-მდე ერთეული ტექნიკა მუშაობს.
იაკუტსკიდან აფრენილი თვითმფრინავი რადარებიდან ირკუტსკიდან შვიდ კილომეტრში 14:50 სთ-ზე გაქრა. საგანგებო შემთხვევის შესაძლო მიზეზებად ამინდს ან ტექნიკურ გაუმართაობას განიხილავენ.