COVID-19 - ბოლო ცნობები

რომელ კარს გააღებს „მწვანე პასპორტი“ საქართველოში - მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე

პანდემიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მალე „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების თარიღს დაასახელებს
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში „მწვანე პასპორტის" გამოყენების კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს, განუცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს კლინიკური საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
გაბუნიას სიტყვებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უკვე იხილავს ე.წ. „მწვანე პასპორტის“ გამოყენების საკითხს და მალე დაასახელებს ამ რეგულაციის ამოქმედების ზუსტ თარიღს.
„ჯერჯერობით „მწვანე საშვის“ მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში დიდი კონფერენციებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში და ევროპის ქვეყნებში“, - განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ „მწვანე საშვების“ გაფართოებული გამოყენება დაკავშირებულია ეთიკურ და ტექნიკურ ასპექტებთან, რომლებზე მუშაობაც მიმდინარეობს და ახლო მომავალში იქნება მზად.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ე.წ. ბუსტერ დოზით აცრაზე ასაკობრივი ზღვარი შეიძლება გაუქმდეს
„მთავარი პრინციპი კი ის არის, რომ პირი, რომელიც ხალხმრავალ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, იყოს უსაფრთხო და აირჩიოს შესაბამისი გზა, მათ შორის ვაქცინაცია, ტესტის ჩატარება და ა.შ.“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მან აღნიშნა ასევე, რომ „მწვანე საშვი“ პირს აძლევს შესაძლებლობას, ეწვიოს მასობრივ ღონისძიებებს, რესტორნებს, სასტუმროებს, თუმცა არ არის საჭირო სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ბანკებში და ა.შ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე: ხელისუფლებამ ერთი აქცია ჩაატარა, მაგრამ სად ერთი და სად პერმანენტული აქციები
„მწვანე პასპორტებში“ მითითებულია კოვიდინფექციასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია ყოველ მოქალაქეზე - გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის პასუხი, ვაქცინაციის კურსი.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 732.965 შემთხვევა გამოვლინდა, ინფექციას 10.185 ადამიანი ემსხვერპლა.