ბრედ პიტი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი შვილებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს

Sputnik
ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. გასულ თვეში ბრედს მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს, თუმცა მისი ადვოკატები დანებებას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწიონ.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი უკმაყოფილოა იმით, რომ ანჯელინა ჯოლი მის შვილებს გამუდმებით სახალხოდ აჩენს. მისი აზრით, ჯოლი მათ პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ, როგორ შეიძლება ეს მოსაწონი იყოს?!“ – ციტირებს ინსაიდერი. მისი თქმით, პიტი და ჯოლი საზოგადოებაში ბავშვებთან სრულიად განსხვავებულად იქცევიან. მაშინ, როცა ანჯელინა პერიოდულად გადის მათთან და ინტერვიუებში მათზე საუბრობს, ბრედი არასდროს აკეთებს ამას.
ბოლო ორი კვირაა, ანჯელინა ჯოლი ხუთ შვილთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. „მარველის“ „მარადიულების“ პრემიერაზე ის შვილებთან ერთად არაერთხელ გამოჩნდა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი წყვილი 2016 წელს დაშორდა, ისინი შვილებზე მეურვეობისთვის სასამართლოში წლებია იბრძვიან. ამჟამად ექვსივე ბავშვი - სამი ნაშვილები და სამი ბიოლოგიური ანჯელინასთან ცხოვრობს.