„ეს არის ის, რაც ადამიანს მაქსიმალურად კლავს“: ექიმი ყველაზე ხშირ შეცდომებს ასახელებს

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. კორონავირუსის მსუბუქი ფორმა, როდესაც სატურაცია 93%-ზე მაღალია, სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს, თუმცა ზოგი მაინც უშვებს ამ დროს უხეშ შეცდომას, განაცხადა უმაღლესი კატეგორიის პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის დროს ადამიანმა იგივე ზომები უნდა დაიცვას, როგორსაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს იცავს.

„სანამ პულსოქსიმეტრი 93-ზე მეტს გაჩვენებთ, დაავადების მსუბუქი ფორმა გაქვთ, ან ის მხოლოდ ახლა იწყება. ამ დროს სტანდარტული ნაბიჯებია: მინიმუმი საკვები, მაქსიმუმი სითხე, სუფთა გრილი ჰაერი. კატეგორიულად არანაირი წოლითი რეჟიმი! თუ სხეულის ტემპერატურა მაღალია, მიიღეთ „პარაცეტამოლი“ და „იბუპროფენი“. თუ ცხვირი გაჭედილი გაქვთ, გამოივლეთ მარილის ხსნარი. და მორჩა!“ − განმარტა ექიმმა.

იმ შემთხვევაში კი, თუ სატურაცია 93%-ზე დაბლა დაეცა, კომაროვსკის თქმით, საჭიროა ექიმი, რომელიც მკურნალობის შემდგომ სტრატეგიას დაგეგმავს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავირუსი ხომ არ მაქვს ? COVID-19-ის უტყუარი დიაგნოსტიკა ექიმ კომაროვსკისგან
სპეციალისტის თქმით, ყველაზე დიდ შეცდომას კორონავირუსით ინფიცირებულები დაავადების დასაწყისში უშვებენ, როდესაც პულსოქსიმეტრი ნორმას აჩვენებს, ადამიანები კი „დექსამეტაზონის“ ან ანტიბიოტიკების მიღებას იწყებენ.
„ეს არის ის, რაც ადამიანს მაქსიმალურად კლავს. ეს მინიმუმამდე ამცირებს ცოცხლად გადარჩენის შანსებს“, – ირწმუნება ექიმი.
მისი თქმით, კორონავირუსის დროს ამბულატორიული დახმარება არაფრით განსხვავდება გრიპისა თუ სურდოს მკურნალობისგან. შეშფოთების საბაბი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როცა პულსოქსიმეტრის მაჩვენებელი ეცემა, ან პაციენტს თანმდევი დაავადებები აქვს.