გამორჩეული საქართველო, ანუ რით შეგვიძლია ვიამაყოთ: რამდენიმე უნიკალური ფაქტი

Sputnik
მსოფლიოს ყველა ხალხის ისტორიაში არსებობს ფაქტები, რომლებითაც ისინი სამართლიანად ამაყობენ. გამონაკლისები, რაღა თქმა უნდა, არც ქართველები ვართ. პირიქით, შესაძლოა იმაზე მეტიც გვქონდეს თავგამოსაჩენი, ვიდრე ეს სხვებს წარმოუდგენიათ.
ამერიკელმა მეცნიერებმა გრაკლიანის წარწერა ჩვ.წ.აღ-მდე ХI–X სს-ით დაათარიღეს
Sputnik-საქართველო რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ.

იცით თუ არა, რომ:

მსოფლიოში პირველი ოქროს მაღარო აღმოჩენილია საქართველოში, საყდრისში;
პირველ ევროპელთა ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1,8 მილიონი წლისაა, 1991 წელს საქართველოში, დმანისში აღმოაჩინეს. ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია. საუბარია ყველასათვის ცნობილ ზეზვასა და მზიაზე;
მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია. მიიჩნევა, რომ ყველაზე ძველი ანბანური დამწერლობა ფინიკიურია. თუმცა გრაკლიანის გორაზე მდებარე ტაძარში აღმოჩენილმა წარწერამ, რომელიც ამერიკელ მეცნიერთა დასკვნით ჩვენს ერამდე ХI–X საუკუნეებით თარიღდება, შესაძლოა თავდაყირა დააყენოს აქამდე არსებული მოსაზრებები. თუ აღმოჩნდება, რომ გრაკლიანის წარწერა ანბანია, მაშინ დადასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წერა ფინიკიელებზე 200 წლით ადრე დაუწყიათ;
შვეიცარიელი მეცნიერების სენსაციური დასკვნა: ფარაონი ტუტანჰამონი... ქართველი იყო
მსოფლიოში უძველესი თაფლი აღმოჩენილია საქართველოში;
სიტყვა „ღვინო“ ქართულიდანაა გავრცელებული და თითქმის ყველა ენაში მსგავსი ძირი აქვს;
2001 წელს ქართული პოლიფონია კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარეს;
სიღნაღის ციხე-გალავანი ფართობით პირველია ევროპაში და მეორე — მსოფლიოში, ჩინეთის კედლის შემდეგ;
თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთ მეჩეთში ლოცულობენ;
მსოფლიოში არსებული ყურძნის 2000 ჯიშიდან საქართველოში 500 ხარობს;
მსოფლიოში ყველაზე დიდი მინანქრის ხატი ხახულის ღვთისმშობლის ხატია;
სამების საკათედრო ტაძარი მართლმადიდებლურ ტაძრებს შორის სიდიდით მესამეა მსოფლიოში;
სოფელი უშგული ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში. ის ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს;
ხუთი კითხვა საქართველოს ისტორიიდან: როგორ იცნობთ საკუთარ წარსულს?
ევროპის ათი უმაღლესი მწვერვალიდან ექვსი საქართველოშია: შხარა (5208), ჯანღა (5058), მყინვარწვერი (5047), გისტოლა (4860), თეთნულდი (4852) და უშბა (4700);
მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოში, გაგრასთან ახლოს მდებარეობს. ეს კრუბერის მღვიმეა, რომლის სიღრმე 2091 მეტრია;
მსოფლიოში ყველაზე ცხელი წყარო აღმოჩენილია საქართველოში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღის ტერიტიორიაზე. მისი ტემპერატურა 104 გრადუსია და 3500 მეტრის სიღრმიდან ამოჩქეფს;
მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს თბილისის მუშტაიდის ბაღში ამოქმედდა;
40-45 წლის წინ ჭიათურა იყო ქალაქი, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საბაგირო გზა ფუნქციონირებდა;
მსოფლიოში ჩაის პირველი საკრეფი კომბაინი „საქართველო“ ჩვენს ქვეყანაში დამზადდა 1963 წელს;
და, ბოლოს, საქართველო უიშვიათესი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი და, ზოგადად, არასდროს დაფიქსირებულა არაქართული მოსახლეობის რბევა.