რა იყო ტრაგიკულად გარდაცვლილი გალინა ჰატჩინსის უკანასკნელი სიტყვები – ვრცელდება ინფორმაცია

გალინა ჰატჩინსის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ უკვე ორი კვირა გავიდა. ალეკ ბოლდუინის მიმართ საზოგადოების ინტერესი ისევ მაღალია.
Sputnik
უცხოურ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ამბობდა ფილმის გადაღებისას დაჭრილი ოპერატორი გალინა ჰატჩინსი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. „ეს რა მოხდა? ყველაფერი უაზროდ მოხდა“, – იმეორებდა გალინა გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე.
„იმ დღეს ვახშამზე მივიწვიე“ – ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი გარდაცვლილ ოპერატორზე
ინტერნეტ-სივრცეში ასევე გავრცელდა ჰატჩინსისა და მისი ქმრის ქორწილის ფოტოც. დაღუპულს მეუღლე და 9 წლის ვაჟი ჰყავდა, რომლებიც მისი დაღუპვის შემდეგ უკრაინიდან ჩავიდნენ ამერიკაში.
22 ოქტომბერს ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს ოპერატორ გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაიჭრა რეჟისორი ჯოელ სოუსა. როგორც გამოირკვა, საბედისწერო გასროლა რეპეტიციაზე მოხდა, როდესაც ბოლდუინი იარაღის დაჭერაში ვარჯიშობდა.
მსოფლიო დღეს
ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასროლა: ვინ იყო პასუხისმგებელი იარაღზე გადაღებებზე
ფაქტთან დაკავშირებით შერიფმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ბრალი ოფიციალურად არავისთვის წაუყენებიათ. რეჟისორის თანაშემწემ დეივ ჰოლსმა აღიარა, რომ იარაღი ალეკ ბოლდუინს ისე გადასცა, რომ ის არ შეუმოწმებია და მის უსაფრთხოებაში არ დარწმუნებულა.