არჩევნები 2021

ცესკო ხელახლა დაითვლის ხმებს იმ უბნებზე, სადაც ვიდეოკონტროლი არ იყო

არჩევნების მეორე ტურში ვიდეოკონტროლი არ იყო მხოლოდ 292 საარჩევნო უბანზე.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ხელახლა დაითვლის იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ვიდეოკონტროლი ორ უბანზე მეტგან არ იყო, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ირაკლი ნორაკიძემ.
მისი თქმით, თითოეულ ასეთ ოლქში შემთხვევითი პრინციპით ორ უბანს ამოირჩევენ.
ნორაკიძემ განმარტა, რომ ოლქებში, სადაც ვიდეოკონტროლით აღჭურვილი უბანი ორი ან ნაკლებია, ხმები ავტომატურად ითვლება ხელახლა. არჩევნების მეორე ტურში ვიდეოკონტროლი არ განხორციელდა სულ 292 საარჩევნო უბანში.
„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველმა ტურმა საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად აჩვენა, თუ რამდენად შეუწყო ხელი პროცესის მეტ სანდოობასა და გამჭვირვალობას როგორც ხმის გადათვლის პროცედურებმა, ასევე ხმის დათვლის პროცედურების ვიდეოფიქსაციამ“, – განაცხადა ნორაკიძემ.
მისი თქმით, მეორე ტურში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა 1.457 საარჩევნო უბანზე. პირველი ტურის ვიდეოჩანაწერები აიტვირთა მესამე დღეს Google-დისკზე, ხოლო მეორე ტურის ჩანაწერები არჩევნების მერე ორ დღეში გამოქვეყნდა.
არჩევნები 2021
ცესკო: ბიულეტენების გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა 20 დიდი ქალაქისა და რაიონის მერები აირჩიეს, ასევე 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა.