თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში 38 წლის ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის და ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მასაჟის სალონში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.