ქართველმა კარატისტებმა უნგრეთის გრან-პრიზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სამი ქართველი სპორტსმენისთვის უნგრეთის გრან-პრი ამ რანგის შეჯიბრზე ასპარეზობის დებიუტი იყო
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა კარატისტებმა ლუკა ლობჟანიძემ (-57კგ) და ლუკა ქაჯაიამ (-68კგ) ბუდაპეშტში, უნგრეთის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ტურნირში მონაწილეობა ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ზემოხსენებული პრიზიორების გარდა, ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ჯემო მიქელაძე, კონსტანტინე კოდუა და ლიკა ხურცილავა. აღსანიშნავია, რომ სამივე სპორტსმენისთვის უნგრეთის გრან-პრიზე ასპარეზობა სადებიუტო გამოსვლა იყო.
კარატეს ქართული სკოლა: როგორ ვარჯიშობენ პატარა სპორტსმენები
უნგრეთის გრანპრიში მონაწილეობა 16 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.