ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა

პირველივე წრეში ბასილაშვილმა ორ სეტში წააგო კორტების 33 წლის მასპინძელთან, ადრიან მანარინოსთან – 2:6, 4:6.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22-ე ადგილი АТР-ს რეიტინგში) პარიზის მასტერსის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
პირველივე წრეში ბასილაშვილმა ორ სეტში წააგო კორტების 33 წლის მასპინძელთან, ადრიან მანარინოსთან – 2:6, 4:6. მატჩი 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილს პირველ სეტში ჩაწოდებაზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. პირველი ჩაწოდების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ბურთების მხოლოდ 40% მოიგო (მანარინომ - 75%), მეორე ჩაწოდების შემდეგ - ორჯერ ნაკლები (მანარინომ - 20%). შედეგად ფრანგმა სრულად ისარგებლა ქართველი სპორტსმენის სისუსტით და პირველ სეტში სამი ბრეიკი გააკეთა.
ერთი ნაბიჯი ტიტულამდე – ბასილაშვილმა ინდიან ველსის ფინალი წააგო
მეორე პარტიის დასაწყისში ბასილაშვილმა გააუმჯობესა ჩაწოდება, მაგრამ ბოლოს ინიციატივა კვლავ დაკარგა. მანარინომ ორი ბრეიკი გააკეთა და ტურნირის მეორე წრეში გასვლა გაიფორმა.
მასტერსის პირველ წრეში მონაწილეობით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 14 ათას ევრომდე საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
Rolex Paris Masters-ის საერთო საპრიზო ფონდი 3,084 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 336 ათასს მიიღებს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის წარმომადგენელი დანიილ მედვედევი.