თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ რუმინეთსა და საფრანგეთში წყვილთა თანრიგის ტურნირებზე გამარჯვება მოიპოვეს.
ეკატერინე გორგოძე რუმინელ ირინა ბარასთან წყვილში რუმინეთის ქალაქ კლუჟში WTA-ს ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართულ-რუმინულმა წყვილმა ფინალში სერბულ-ნიდერლანდური წვილი ალექსანდრა კრუნიჩი და ლესლი პატინამა კერხოვე სამ სეტში – 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხა.
გორგოძისთვის აღნიშნული წარმატება ამ შემოდგომაზე წყვილებში მესამე გამარჯვებაა. სექტემბერში ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ბარასთან ერთად კარლსრუეში, ხოლო ვალენსიაში ბელგიელ ისალინ ბონავანტიურთან წყვილში წარმატებას მიაღწია.
რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძემ, მან ბრიტანელ სამანტა მარისთან ერთად წყვილში საფრანგეთის ITF-ის სერიის ტურნირში გაიმარჯვა. ქართულ–ბრიტანულმა წყვილმა გადამწყვეტი მატჩი ფრანგებთან – ოდრი ალბისთან და ლეოლია ჟინჟინთან ჩაატარა და მოწინააღმდეგე ორ სეტში – 7:6, 6:0 დაამარცხა.
აღნიშნული წარმატება 23 წლის ბოლქვაძისთვის ITF-ის ეგიდით წყვილებში კარიერაში მეცხრე გამარჯვებაა. ბოლოს მიმდინარე სეზონზე ბოლქვაძემ და რუსმა ეკატერინა იაშინამ წარმატებას ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ ტურნირზე მიაღწიეს.