თბილისის მერიაში ჭორები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის შესახებ უარყვეს

არანაირი გადაწყვეტილება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების შესახებ არ არის მიღებული, განაცხადეს მერიაში
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. არავინ არ აპირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებას 4 ნოემბრიდან, განუცხადეს Sputnik-საქართველოს თბილისის მერიაში.
როგორც მერიაში განაცხადეს, გაუგებარია, ვინ და რა მიზნით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და თბილისელები შეცდომაში შეჰყავს.
„ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ. ამის შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა და სხდომაც არ ჩატარებულა. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ასეთი ჭორების გავრცელება“, - განაცხადეს პრესსამსახურში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პრემიერი: „ლოკდაუნი“ გამოსავალი არაა
მერიის წარმომადგენელმა ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომლები წინასწარ გააფრთხილეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლისა და ტრანსპორტის გაჩერების შესახებ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მომავალი კვირიდან მუშაობას შეწყვეტს, სოციალურ ქსელებში შაბათს გავრცელდა და აქტიურად განიხილება.