არჩევნები 2021

„ოცნება“ რამდენიმე საკრებულოში უმრავლესობის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებებს მართავს

მმართველ პარტიას მოუწევს შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სენაკში.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ცალკეულ საკრებულოებში უმრავლესობის ფორმირებისთვის, განაცხადა პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა რამდენიმე ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში: რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სენაკში.
„ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე წარმატებით დაწყებულია“, - განაცხადა კობახიძემ.
ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია. არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი ვარიანტი: ან მოელაპარაკოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას, ან თავის მთავარ ოპონენტს - ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
არჩევნები 2021
OSCE/ODIHR: ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო
ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ცალკეულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების საბოლოო შედეგები 13 ნოემბრამდე გამოცხადდება.