თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მანდატზე უარს ამბობს.
„ვტოვებ პარლამენტს, რადგან თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა“, - განაცხადა ხაზარაძემ აქციაზე პარლამენტის წინ.
მისი თქმით, საპარლამენტო მუშაობამ აზრი დაკარგა. ხაზარაძე გახდა პარლამენტის დეპუტატი 2020 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით.
ოპოზიციონერმა ლიდერებმა თბილისის ცენტრში შეკრიბეს მხარდამჭერები, რათა მათ თავიანთი გეგმები გააცნონ. მანამდე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შაბათს გამართულო ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური „ტოტალურად გაყალბდა“.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.