თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდის მერის არჩევნები მცირე სხვაობით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა წოწოერიამ მოიგო.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 51,63% მოაგროვა.
ანზორ მელიას, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს - 48,37%.
კანდიდატებს შორის სხვაობამ მმართველი პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ მხოლოდ 1,7 ათასი ხმა შეადგინა. პირველ ტურში კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო - მაშინ ზუგდიდში ანზორ მელია იგებდა. მან მეტოქეს 2,9 ათასი ხმით გაუსწრო და გამარჯვებისთვის ძალიან ცოტა დააკლდა.
ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეყოლება მერი მმართველი პარტიიდან და ოპოზიციური საკრებულო.
საკრებულოს 45 დეპუტატიდან მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მხოლოდ 13 ადგილი აქვს. „ნაცმოძრაობას“ – 29 და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას სამი მანდატი აქვს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მპსახლეობა 99,5 ათას ადამიანს შეადგენს.