ქართველი ჩოგბურთელის წარმატება: მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა

ბოლქვაძესა და სამანტა მარი შარანს ფინალურ ეტაპზე ფრანგ ჩოგბურთელებთან მოუწევთ დაპირისპირება. შეხვედრა 31 ოქტომბერს თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ქალაქ პუატიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა.
23 წლის მარიამ ბოლქვაძე ტურნირზე ბრიტანელ სამანტა მარი შარანთან ერთად ასპარეზობს. ქართულ–ბრიტანულმა დუეტმა ნახევარფინალურ ეტაპზე ალისა ბარნეტისა და ოლივია ნიკოლსის წყვილი ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:0 დაამარცხა.
ჩოგბურთი: მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთში წარმატებით ასპარეზობს
ბოლქვაძე ბრიტანელ მეწყვილესთან ერთად ფინალურ ეტაპზე ფრანგი ჩოგბურთელების ოდრი ალბისა და ლეოლია ჟინჟინის დუეტს შეხვდება. ფინალური დაპირისპირება 31 ოქტომბერს თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი პუატიეში ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობდა. ბოლქვაძე მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ ქლოე პაკესთან სამ სეტში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.