არჩევნები 2021

კახა კუჭავა – ხმა მივეცი უალტერნატივო კანდიდატს

საქართველოში მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური დაიწყო – ზუსტად 08:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საკუთარი არჩევანი გააკეთა.
კუჭავას თქმით, მან ხმა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს მისცა. ის დარწმუნებულია კალაძის გამარჯვებაში.
„ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც, მიმაჩნია, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში და იმით, რას აპირებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კახა კალაძემ პირველ ტურში 45,04% აიღო, მისმა კონკურენტმა ოპოზიციური პარტიიდან ნიკა მელიამ კი 33,96% დააგროვა.
კახა კუჭავამ მოსახლეობას მიმართა და ურჩია არჩევანი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს.
არჩევნები 2021
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იწყება
„დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ პირველ ტურში ჩვენ მიერ 47%-ის აღება და პირველივე ტურში კახა კალაძის საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება. ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგ ქალაქში მეორე ტურია“. - განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.