თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს, ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
კომისიის ცნობით, საარჩევნო კაბინები წინა მხრიდან ისეა ამოჭრილი, რომ ხმის მიცემის პროცესის ფარულობა უზრუნველყოფილი იყოს, კენჭისყრის ფარულობისთვის კი აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.
არჩევნების პირველ ტურში რემოდელირებული კაბინები მხოლოდ დედაქალაქში, დაახლოებით 800 საარჩევნო უბანზე გამოიყენეს.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.