საქართველოში რუსეთის საკონსულო სამსახური მუშაობას დროებით წყვეტს

რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა, რის ფონზეც მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთში გართულებული ეპიდვითარების გამო გამოცხადებულ უქმეებთან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის საკონსულო სამსახური 1-დან 5 ნოემბრის პერიოდში განცხადებებისა და მოქალაქეების მიღებას წყვეტს. აღნიშნული ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს" დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
სამსახური მუშაობას 8 ნოემბრიდან, ორშაბათიდან განაახლებს.
ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდი არასამუშაო დღეებად გამოაცხადა.
მოსკოვში საქართველოს ინტერესთა სექცია არასამუშაო დღეებშიც იმუშავებს
როგორც ადრე პუტინმა აღნიშნა, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, არასამუშაო დღეები 7 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდეს. თავის მხრივ, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში უქმეები 28 ოქტომბრიდან გამოცხადდება.
რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა, რის ფონზეც მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც.
ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოშიც. ბოლო დღე-ღამეში ინფიცრების 4.009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი. შექმნილი სიტუაციის ფონზე საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-შეზღუდვების შემოღების საკითხს განიხილავს.