COVID-19 - ბოლო ცნობები

მსოფლიოში იკლებს, ევროპაში იმატებს: ჯანმო COVID-19-ზე ახალ ყოველკვირეულ ანგარიშს აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებისა და გარდაცვალების რიცხვი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის რეგიონზე, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.
ჯანმოს ცნობით, გასული შვიდი დღის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსული დაავადების 2.9 მილიონზე მეტი შემთხვევა და 49.000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა, რაც, შესაბამისად, 4% და 5%-იანი ზრდის ტოლფასია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სამი ნაბიჯი პანდემიის დასამარცხებლად: გებრეიესუსმა მთავარი პირობები დაასახელა
რაც შეეხება ევროპას, უკვე ზედიზედ მეოთხე კვირაა გრძელდება COVID-19-ის შემთხვევების შედარებით ინტენსიური მატება. გასულ კვირაში კონტინენტზე 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა კვირასთან შედარებით.
ჯანმოს ცნობით, ბოლო შვიდ დღეში, წინა კვირასთან შედარებით, ევროპაში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 14%-ით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 13%-ით გაიზარდა.
ახალი ყოველკვირეული შემთხვევები ყველაზე მეტად შემცირდა აფრიკის რეგიონსა (21%) და წყნარი ოკეანის რეგიონის დასავლეთ ნაწილში (17%).
სულ პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 243 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 4,9 მლნ ადამიანზე მეტი.