თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას თბილისის გარდა ყველა ქალაქში შეძლებენ, ასეთია ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვა ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში ჩატარდა.
გამოკითხვის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მერების არჩევნებში გამარჯვების შანსები აქვთ.
რაც შეეხება თბილისს, აქ მოქმედი მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე უსწრებს თავის კონკურენტს – „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას.
გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თბილისი
„ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე – 51,6%
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია – 48,4%
ზუგდიდი
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ანზორ მელია – 54,7%
„ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია – 45,3%
რუსთავი
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით კირკიტაძე – 53,1%
„ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე – 46,9%
ქუთაისი
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე – 51,7%
„ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%
ბათუმი
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი კირთაძე – 51,3%
„ქართული ოცნების" კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი – 48,7%
გამოკითხვა ჩატარდა 23-27 ოქტომბრის პერიოდში. სულ გამოიკითხა 2,6 ათასი რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.