ცნობილმა ტელეწმაყვანმა ეკო ფანგანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხელმომწერებს სთხოვს გამოიცნონ, სად იმყოფება შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად.
კითხვაზე პასუხი არც ისე რთულია – ეკო თბილისის მეტროში, სავარაუდოდ, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ესკალატორზეა, რადგან ის „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე იმყოფებოდა და, ალბათ, დედაქალაქში არსებული „საცობების“ გამო იძულებული გახდა კომფორტული ავტომობილი დაეთმო.
ცოტა ხნის წინ ეკომ აღიარა, რომ შეყვარებულია და მისი რჩეული იურა რუბენიაა. ეკო ურთიერთობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.