„ვაღიარებ“ – რა არის აქამდე ცნობილი ფილმის გადაღებისას მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

Sputnik
უკვე ერთი კვირა გავიდა ოპერატორ გალინა ჰატჩინსის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ და აქამდე ბევრი ვერსიაც ითქვა. ალეკ ბოლდუინის განცხადებით, მას გადაღებამდე უთხრეს, რომ იარაღი უსაფრთხო იყო.
ვინ მისცა დატენილი იარაღი ალეკ ბოლდუინს – ახალი დეტალები სკანდალურ საქმეზე
ცოტა ხნის წინ შერიფმა ოფიციალური განცხადება პირველად გააკეთა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით ბრალი ოფიციალურად არავისთვის წაუყენებიათ. მისი განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, პასუხს აუცილებლად აგებს.
რეჟისორის თანაშემწემ დეივ ჰოლსმა აღიარა, რომ იარაღი ალეკს ისე გადასცა, რომ ის არ შეუმოწმებია და მის უსაფრთხოებაში არ დარწმუნებულა.
მსოფლიო დღეს
ბოლდუინმა იარაღის ფლობის მთავარი წესი დაარღვია: ჰოლივუდის კონსულტანტი

„ვაღიარებ, მე იარაღი უნდა შემემოწმებინა, სანამ ალეკს გადავცემდი, მაგრამ არ შევამოწმე“, – აცხადებს დეივ ჰოლსი.

22 ოქტომბერს ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნ Rust-ის („ჟანგი“) გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს 42 წლის ოპერატორის გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაიჭრა რეჟისორი ჯოელ სოუსა.