44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ

საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული 44 მუნიციპალიტეტის მერები, რომლებიც მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ წარმოადგენენ, 27 ოქტომბრიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 20 მუნიციპალიტეტში ემზადებიან მეორე ტურისთვის.
44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერები არიან: გარდაბანი – დავით კარგარეთელი; მარნეული – კენან ომაროვი; ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი; დმანისი – კობა მურადაშვილი; წალკა – ილია საბაძე; თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური; ახმეტა – ალექსი ფიცხელაური; ყვარელი – გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი​; გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი; საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი; სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი; დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; კასპი – ვახტანგ მაისურაძე; ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი; ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე​; ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი; ადიგენი – გოჩა ქიმაძე​; ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი​; ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი; მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი; დუშეთი – მანანა ნარიმანიძე; ყაზბეგი – ბაკურ ავსაჯანიშვილი; ჭიათურა – გივი მოდებაძე; საჩხერე – ლევან ივანაშვილი; სამტრედია – დავით ბახტაძე; თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი; ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი; ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი; ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი; ხონი – ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი – ვასილ გველესიანი; ამბროლაური – ზვიად მხეიძე; ონი – სერგო ხიდეშელი; ლენტეხი – გია ონიანი; აბაშა – გიგა გაბელაია; მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი; ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი; ჩოხატაური – დავით შარაშიძე; ქობულეთი – ლევან ზოიძე; ქედა – როლანდ ბერიძე; შუახევი – ომარ ტაკიძე და ხულო – ვახტანგ ბერიძე.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 რაიონში და 24 საარჩევნო ოლქში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები 64 მუნიციპალიტეტიდან 20-ში, მათ შორის დედაქალაქში, მერობისთვის იბრძოლებენ. აღნიშნულ ქალაქებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. უმეტეს შემთხვევაში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების ძირითადი კონკურენტები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.