მსოფლიო დღეს

Facebook ბერდება: სოციალური ქსელი ახალგაზრდა აუდიტორიას კარგავს – კვლევის შედეგები

Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სოციალურ ქსელ Facebook-ის აუდიტორია ბერდება და ამასთან ნაკლებად აქტიური ხდება, ახალგაზრდა მომხმარებლები ახალ სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებზე გადადიან – ირკვევა GlobalWebIndex-ის ანალიტიკოსთა ანგარიშიდან.
არსებული მონაცემებით, Facebook-ის მომხმარებელი ქვეყნების პირველ ხუთეულში 18 წლამდე ასაკის იუზერების რეგისტრაცია 26%-ით შემცირდა.
მსოფლიო დღეს
Facebook-ი მომავალ კვირაში სახელის შეცვლას აპირებს
ამასთან, როგორც გამოცემა Verge წერს „ფეისბუქის“ შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, 2019 წლიდან 13-17 წლის იუზერების რაოდენობა 13%-ით დაეცა და, როგორც მოსალოდნელია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 45%-ს მიაღწევს.
თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, Facebook-ი მხოლოდ 18 წლამდე აუდიუტორიას არ კარგავს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში 20-30 წლის მომხმარებელთა რაოდენობაც ასევე შემცირდება — 4%-ით.

Verge-ს ინფორმაციით, Facebook-ის შიდა გამოძიებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები სოციალურ ქსელს 50 წლის ადამიანებისთვის განკუთვნილად მიიჩნევენ, მოსაწყენად და არააქტუალურად თვლიან, რასაც ასევე ემატება „ფეისბუქის“ რეპუტაციული დანაკარგები ისეთ ასპექტებში, როგორებიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და სოციალური ქსელის ზეგავლენა მოზარდების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, Facebook-ი მაინც რჩება მსოფლიოს უდიდეს სოციალურ ქსელად, რომლის შემოსავალიც 2021 წლის ცხრა თვის განმავლობაში 1,6-ჯერ გაიზარდა და 28,2 მლრდ დოლარს მიაღწია. ეს გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 33%-ით მეტია.