მსოფლიო დღეს

17 წლის ქმარმა 26 წლის ცოლი გაყიდა და სმარტფონი იყიდა

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ინდოეთის შტატ ოდიშაში პოლიციამ 17 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც 26 წლის ცოლი გაყიდა ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ. სამართალდამცველებმა ქალი ძლივს დაიხსნეს და შინ დააბრუნეს, იუწყება გამოცემა Hindustan Times-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალდაქორწინებული წყვილი აგვისტოს ბოლოს გაემგზავრა რაჯასტანის შტატში აგურის ქარხანაში სამუშაოდ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ბიჭმა ცოლი 55 წლის მამაკაცს მიჰყიდა 180 ათას რუპიად (დაახლოებით 2,4 ათასი აშშ დოლარი). აღებული თანხით კი ისადილა და შემდეგ სმარტფონი შეიძინა.
მსოფლიო დღეს
შხამიანი მკვლელობა: ქმარმა ახალგაზრდა და მდიდარი ცოლი კობრის მეშვეობით მოკლა
მოგვიანებით ის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და ქალის მშობლებს განუცხადა, რომ ცოლმა მიატოვა.
ოჯახმა ბიჭის ნათქვამი არ დაიჯერა და პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ქმარი დაკითხეს და გაარკვიეს, რომ ქალმა ქმარი კი არ მიატოვა, არამედ თავად ბიჭმა გაყიდა.

„პოლიციის თანამშრომლები რაჯასტანში გავემგზავრეთ ქალის საპოვნელად. ადგილობრივებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, გაიძახოდნენ, რომ ქალის ფასად 180 ათასი რუპია იყო გადახდილი. ძლივს მოვახერხეთ ქალის შინ დაბრუნება“, — განაცხადა პოლიციის ინსპექტორმა ბალა მანდამ.

ცოლის გამყიდველის საქმე არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლომ განიხილა და ის გამოსასწორებელ კოლონიაში გაამწესა.