COVID-19 - ბოლო ცნობები

სამი ნაბიჯი პანდემიის დასამარცხებლად: გებრეიესუსმა მთავარი პირობები დაასახელა

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბერლინის მსოფლიო კონფერენციაზე სამი მთავარი პირობა დაასახელა, რომელთა შესრულებაც კაცობრიობას კორონავირუსის პანდემიის დამარცხებაში დაეხმარება.
ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა.
გებრეიესუსის თქმით, COVID-19-ის პანდემია დამარცხდება, თუ:
ვაქცინების მიწოდებებები COVAX-ის მექანიზმით პრიორიტეტული გახდება;
„დიდი ოცეულის“ ქვეყნები შეასრულებენ ვაქცინების განაწილების თაობაზე ვალდებულებებს;
ვაქცინების შემქმნელები საკუთარ ტექნოლოგიებსა და ლიცენზიებს სხვებსაც გაუზიარებენ, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების უფლებას გააუქმებენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ინსტრუმენტები სათანადოდ არ გამოიყენება: გებრეიესუსმა პანდემიის დამთავრების შანსები შეაფასა
მანამდე გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტი აქვს კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად, მაგრამ ეს შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოიყენება. მისი თქმით, პანდემია დამთავრდება მაშინ, როცა მსოფლიო მის დამთავრებას გადაწყვეტს.
ჯანმოს დირექტორს მიაჩნია, რომ მთავრობებმა და მწარმოებლებმა „ვაქცინების ბევრად მეტი დოზა უნდა მიაწოდონ განსაკუთრებით მოწყვლად ქვეყნებს“, ვინაიდან ეს ერთადერთი გზაა დავადების გავრცელებაზე კონტროლის დასამყარებლად.