მსოფლიო დღეს

დედამიწის ბირთვი შეიძლება მყარი არ იყოს: სენსაციური კვლევა

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ დედამიწის ყველაზე ღრმა ფენა — შიდა ბირთვი მყარია და სფეროს ფორმა აქვს, მაგრამ უახლესმა კვლევამ მათი ადრინდელი მოსაზრებები ეჭვქვეშ დააყენა, იუწყება daily Mail-ი.
აღნიშნული კვლევა ჰავაის უნივერსიტეტის გეოფიზიკოს რეტ ბატლერის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედამიწის შიდა ბირთვი შესაძლოა არა მარტო მყარი ნივთიერებისგან, არამედ თხევადი და რბილი სტრუქტურებისგანაც შედგებოდეს.
მსოფლიო დღეს
როგორი იქნება დედამიწა 2500 წლისთვის: მეცნიერთა სამი ვერსია
მეცნიერების განმარტებით, დედამიწა ხახვივით მრავალფენოვანია. მისი რკინა-ნიკელისგან შემდგარი შიდა ბირთვის რადიუსი 745 მილია, ანუ დაახლოებით მთვარის სამი მეოთხედი, და გარშემორტყმულია 1500 მილის სისქის გამდნარი რკინისა და ნიკელის თხევადი გარე ბირთვით. თავად გარე ბირთვი გარშემორტყმულია მანტიით, რომელიც შედგება გამდნარი ქანებისგან და მისი სისქე 2,8 ათასი კილომეტრია. ის ზემოდან დაფარულია თხელი ქერქით – მყარი ქანებით აგებული გარსით.
გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის შიდა ბირთვი მკვლევარებისთვის მიუწვდომელია, ისინი ეყრდნობიან კვლევის ერთადერთ ხელმისაწვდომ მეთოდს — სეისმურ ტალღებს.
სხვადასხვა ფენაში გავლისას სეისმური ტალღების სიჩქარე იცვლება. გარდა ამისა ტალღის თითოეული ფენის ზედაპირიდან არეკვლა ან მათში გავლის დროს გარდატეხა სხვადასხვაგვარია ამ ფენაში მინერალების შემცველობიდან, ტემპერატურიდან და სიმკვრივიდან გამომდინარე.
რა მოხდება, თუ დედამიწას გავხვრეტთ? – შემეცნებითი ვიდეო
ბატლერის გუნდმა გამოიყენა სეისმომეტრებისა და იაპონური სუპერკომპიუტერის Earth Simulator-ის მონაცემები მიწისძვრის ხუთი ადგილის გასაანალიზებლად და შესაბამისი დასკვნაც გააკეთა.

„ჩვენი მოდელი ვარაუდობს მყარი, რბილი და თხევადი რკინის შენადნობების მომიჯნავე უბნების არსებობას შიდა ბირთვის ზედა ფენებში“, — აცხადებს კვლევის ავტორი.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, რომელიც „გეომაგნიტური ველის უფრო ზუსტი მოდელის შექმნის საშუალებას იძლევა — ველისა, რომელიც იცავს სიცოცხლეს დედამიწაზე“.