თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა აქცია რუსთავის №12 საპყრობილესთან მიმდინარეობს.
აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. მათი თქმით, ყველანი ქუთაისიდან არიან ჩამოსულები.
გამომსვლელები აცხადებენ, რომ ან თავად დაზარალდნენ „სააკაშვილის რეჟიმისგან“, ან მათი ახლობლები.
საპატრულო პოლიცია რუსთავის ციხესთან აქციის დროს
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili
შეკრებილებს ორი მიკროფონი და დინამიკები აქვთ. არ არის არც სცენა, არც ბანერები. მონაწილეთა თქმით, მათ აქცია სპონტანურად, საკუთარი ინიციატივით გამართეს.
სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს და პასუხი აგოს დანაშაულებისთვის, ასეთია აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი.
„იჯდეს მშვიდად და ტყავიდან ნუ ძვრება. ჩვენი ხელისუფლება თავს ნუ გვახვევს თავის კოჰაბიტაციის პოლიტიკას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები საპყრობილესთან გვიანობამდე დარჩენას გეგმავენ, რათა ხმა მიაწვდინონ პატიმარ სააკაშვილს და შეახსენონ თავი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.