ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ხელმომწერებთან საუბრისას ყოფილი მაზლის დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის ურთიერთობას გამოეხმაურა. ნანუკას თქმით, ის ნათია გედევანიშვილს სოლიდარობას უცხადებს, რადგან ნათია ყოველთვის მხარში ედგა მეუღლეს დავით კოდუას და მისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული, თუმცა ბედნიერებას ალექსანდრაც იმსახურებს.
„ნათია არის არაჩვეულებრივი გოგო, რომელსაც წლებია ვიცნობ. ბევრი კარგი თვისება აქვს და ძალიან ბევრი გააკეთა დათოსთვის, ბავშვებისთვის. ის არაჩვეულებრივი მეგობარია. კარგად მახსოვს, როგორ ედგა დათოს გვერდით. მე როცა მათ ვიცნობდი, იდეალურ ურთიერთობაში იყვნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალექსანდრა ბედნიერი არ უნდა იყოს. უბრალოდ ყველა ქალმა უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სად გადის ჩვენი და სხვისი პირადი ცხოვრება“, – ამბობს ნანუკა.
ნანუკა ჟორჟოლიანი დავით კოდუას ყოფილი რძალია – ის ერეკლე კოდუას მეუღლე იყო.
მას შემდეგ, რაც მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში მისი და დათო კოდუას რომანის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა, მოდელისა და ტელეწამყვანის გარშემო სკანდალი არ ნელდება.
კოდუა ბევრი წელია ნათია გედევანიშვილზეა დაქორწინებული, ჰყავთ ოთხი შვილი და, როგორც მისი მეუღლის სოციალური ქსელის აქტივობებიდან ჩანს, ამ ზაფხულს ერთადაც იმყოფებოდნენ დასასვენებლად ესპანეთში.