მსოფლიო დღეს

ბოლდუინმა იარაღის ფლობის მთავარი წესი დაარღვია: ჰოლივუდის კონსულტანტი

ფილმის რეჟისორმა, რომელიც ინციდენტის დროს ბოლდუინმა დაჭრა, მომხდარის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ჰოლივუდის კონსულტანტი ცეცხლსასროლი იარაღის საკითხებში ბრაიან კარპენტერი გამოეხმაურა ფილმ-ვესტერნ Rust-ის („ჟანგი“) გადაღებებზე მომხდარ ტრაგედიას, სადაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა იარაღიდან გასროლით ოპერატორი მოკლა და რეჟისორი დაჭრა.
The New York Post-თან ინტერვიუში სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იარაღის დამიზნება ვინმესთვის, მიუხედავად იმისა, დატენილია ის თუ არა.
„არასდროს არ დაუმიზნოთ პისტოლეტის ლულა იმას, ვის მოკვლასაც არ აპირებთ“, - განაცხადა კარპენტერმა.
მისი თქმით, ძირითადად საბრძოლო ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც გადაღებებზე იყენებენ, მანეკენს უმიზნებენ, და არა აღჭურვილობას, მსახიობებს თუ გადასაღებ ჯგუფს.
„თუნდაც იარაღი არ იყოს დატენილი, ისე მოეპყარით მას, თითქოს ის დატენილია“, - განმარტა სპეციალისტმა.
ამერიკელმა რეჟისორმა ჯოელ სოუზამ, რომელიც დაიჭრა სროლის შედეგად, გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დღეს პირველი განცხადება გააკეთა.
ის აღნიშნავს, რომ განადგურებულია მეგობრისა და კოლეგის, გალინა ჰატჩინსის დაკარგვის გამო.
„ის იყო კეთილი, ენერგიული, საოცრად ნიჭიერი. ბოლომდე იბრძოდა და ყოველთვის მიბიძგებდა, უკეთესი გავმხდარიყავი. ახლა, ამ რთულ დროს, ჩემი ფიქრები მისი ოჯახისკენაა მიმართული“, - განუცხადა მან გამოცემა Deadline-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ კინოხელოვნების ინსტიტუტმა (AFI) განაცხადა, რომ კინოოპერატორ გალინა ჰატჩინსის ხსოვნის უკვადსაყოფად მისი სახელობის სტიპენდია დააწესა.
მსოფლიო დღეს
ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასროლა: ვინ იყო პასუხისმგებელი იარაღზე გადაღებებზე
პარასკევს ბოლდუინი დაესწრო გალინა ჰატჩინსთან გამოთხოვების დახურულ ცერემონიას სანტა-ფეში, რომელსაც ასევე დაღუპულის მეუღლე და შვილი ესწრებოდნენ.
მანამდე ბოლდუინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეძრულია მომხდარით და სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მსოფლიო დღეს
ალეკ ბოლდუინის მიერ მოკლული ქალის მშობლებმა დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს
ალეკ ბოლდუინი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. მან გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭის ნაცვლად საბრძოლო ტყვიებით იყო დატენილი. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 42 წლის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი, ხოლო ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა დაიჭრა (ტყვია ლავიწის ძვალში მოხვდა).
მსახიობისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ხოლო გადასაღებ მოედანზე ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც რეჟისორის ასისტენტმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, ბოლდუინმა მისგან იცოდა, რომ პისტოლეტში ფუჭი ტყვიები იდო.