„გაზპრომი“: მოლდოვას რუსეთის 709 მლნ დოლარი ვალი აქვს, გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს

Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მოლდოვაში გაზის მიწოდებებთან დაკავშირებით რთული მდგომარეობა რესპუბლიკის ხელისუფლების გამო შეიქმნა, მიწოდებული გაზის ვალი 433 მლნ დოლარს შეადგენს, განაცხადა „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა.
„ამ დროისათვის შექმნილი მეტად რთული მდგომარეობა მოლდოვაში რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამაში ბრალი მთლიანად მოლდოვის ხელისუფლებას მიუძღვის. საუბარია მოლდოვის მხრიდან რუსული გაზის საფასურის გადაუხდელობის კრიზისზე“, — განაცხადა მან.
კუპრიანოვმა განმარტა, რომ რესპუბლიკას დავალიანება უკვე მიწოდებული გაზის გამო დაუგროვდა.

„ამ დროისათვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან მოლდოვის წარმომადგენლებს რატომთაც არ სურთაღიარონ დაგროვილი დავალიანება. მათ ასევე არ მოსწონთ გაზის ფასი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ფასწარმოქმნა გასაგებია და გამჭვირვალე“, — აღნიშნა კუპრიანოვმა.

ამასთან მან განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მზადაა გაახანგრძლივოს კონტრაქტი მოლდოვისთვის გაზის მიწოდებაზე ვალის სრულად დაფარვის შემთხვევაში.
„მიუხედავად დაგროვილი ვალისა, მოლდოვურმა მხარემ მოგვმართა თხოვნით, გავუხანგრძლივოთ კონტრაქტი ამა წლის ოქტომბერ-ნოემბერში. „გაზპრომი“ აქაც წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და კონტრაქტი გააფორმა ოქტომბერზე და მზად არის ნოემბერზეც გააფორმოს იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვური მხარე სრულად გადაიხდის ამა წლის სექტემბერ-ოქტომბრის მიწოდებების საფასურს“, — თქვა მან.
იუშკოვი: რეალურად ვინ არის დამნაშავე ევროპის ენერგეტიკულ კრიზისში?
ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას“.
„აქ არანაირი პოლიტიკა არ არის. „გაზპრომი“ სააქციო საზოგადოებაა და არ შეუძლია წაგებაზე იმუშაოს, არ შეუძლია დაუშვას რუსეთის ბიუჯეტში საგადასახადო გადახდების დაკარგვა. მოთმინებას საზღვარი აქვს. მოლდოვა თავად, საკუთარი ხელით ახდენს კრიზისის პროვოცირებას“, — აღნიშნა მან.
ამასთან კუპრიანოვმა დასძინა, რომ „გაზპრომში“ გაუგებრობას იწვევს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საწარმო „მოლდოვა-გაზის“ ლიკვიდაცია სურს, რომელსაც აკისრია კიდეც „გაზპრომის“ მიმართ დავალიანება. მისი აზრით, „მიღებული საქონლისთვის დროულად გადახდაა საჭირო“.