დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ოქტომბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 23 ოქტომბერია, შაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მოსალოდნელია მოულოდნელი მოვლენები, ახალი ამბები, რომლებიც გეგმების შეცვლას მოითხოვს. მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, აუჩქარებლობა, რადგან სწრაფად და დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მალე სანანებელი გახდეს. მნიშვნელოვანი საუბრები და შეხვედრების დაგეგმვა დღის მეორე ნახევარში აჯობებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ოქტომბერი>>
ვერძი: კარგი დღეა სხვადასხვა საკითხზე დასაფიქრებლად, ძველი პრობლემების გადაჭრის ახალი გზების ძიებისთვის. ასევე შეიძლება გრძელვადიანი გეგმების დაწყობა. ბევრი რამ ცხადი და გასაგები ხდება. საქმეებს შემოქმედებითად ეკიდებით და ამიტომ სწრაფად აღწევთ წარმატებებს. ახლობლებთან ურთიერთობები ჰარმონიულად ეწყობა, უთანხმოებებისა და კამათის საფუძველი არ გაქვთ.
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
კურო: დილა კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად. შესანიშნავად უმკლავდებით იმას, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ. მნიშვნელოვან კითხვებზე სწორ პასუხებს პოულობთ და აცნობიერებთ, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს. უნდა იჩქაროთ, რადგან ცოტა მოგვიანებით ახალი საქმეები გაჩნდება და ყურადღებას ისინიც მოითხოვს. მოსალოდნელია გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ საღამოს ყველა უსიამოვნება წარსულს ჩაბარდება.
ტყუპი: ხართ ენერგიული, შუპოვარი დაშეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მნიშვნელოვანია, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ. გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და რთულ კითხვებზე პასუხების მოძებნის უნარი დღეს არაერთხელ გიხსნით არცთუ მარტივ სიტუაციებში. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის ადამიანებთან, რომელთა მოსაზრებები თქვენთვის მნიშვნელოვანია. მათზე კარგ შტაბეჭდილებას მოახდენთ.
კირჩხიბი: სერიოზულად ეკიდებით ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ასეთი მიდგომა სარგებელს მოიტანს. ჯერ ერთი, კარგად უმკლავდებით რთულ საქმეებსაც კი და მეორე, ასეთი დამოკიდებულება ძალიან მოსწონთ გარშემომყოფებს. დღის პირველი ნახევარი მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის, მეორე ნახევარში კი ძლიერი ემოციები გელოდებათ, მათ შორის, სასიყვარულო სფეროში. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა, ახალი ადგილების მონახულება.
ზოდიაქოს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი ნიშნები
ლომი: არცთუ მარტივი, მაგრამ საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. არაა გამორიცხული სირთულეები საქმიანობის დროს, მაგრამ უკან არ იხევთ და მიზნებს აღწევთ. დაგეხმარებიან მეგობრები. თქვენი იდეები პერსპექტიული ჩანს, ამიტომ ისინი თქვენ გვერდით დადგებიან. მოსალოდნელია იღბლიანი გადაწყვეტილებები ფინანსურ საკითხებში. ფულთან დაკავშირებით შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. მისი მინიშნებები სწორი იქნება.
ქალწული: ბევრ რამეზე გაქვთ საფიქრალი. თქვენ წინაშე რთული ამოცანები დგას. შესაძლოა, მოგიწიოთ იმის გაკეთება, რასაც დიდი სიამოვნებით გადააბარებდით სხვას. მოიხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საქმე მაშინვე არ გამოდის, საბოლოოდ მაინც ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
სასწორი: დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. შეიძლება რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდეს, მოგიწიოთ ზოგიწერთი საქმის გადადება, განწყობა ხშირად გეცვლებათ და თვითონაც ვერ ხვდებით, რატომ. გინდათ კამათი, სხვების დარწმუნება საკუთარ სიმართლეში... განწყობას მხოლოდ ორი რამ გამოგისწორებთ – შემოქმედება და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები. ეს პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.
ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები
მორიელი: ბევრ სასარგებლოს გააკეთებთ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. გულგრილი არ დარჩებით ადამიანების პრობლემებისადმი. გაგიჩნდებათ ახალი იდეები და გეგმები, მაგრამ მათი რეალიზაციის დაწყება ჯერ ადრეა. საჭიროა ბევრი რამის მოფიქრება, გათვლა, პრიორიტეტების განსაზღვრა. არ იჩქაროთ თქვენი ჩანაფიქრის სხვებისთვის გაზიარება. ჯერ საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ და შემდეგ გარშემომყოფების რჩევებს.
მშვილდოსანი: კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად, სამუშაოზე ბოლო კვირის განმავლობაში დაგროვებული საკითხების გადასაწყვეტად. გაერკვევით, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში და რისი გადადება შეიძლება სამომავლოდ. ისახავთ რეალურ მიზნებს და ამიტომ წარმატებასაც აღწევთ. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობები სასიყვარულო კავშირში გადაიზარდოს.
თხის რქა: სიფრთხილეა საჭირო ყველაფერში, რაც ფულს ეხება. არაა საუკეთესო დღეს სპონტანური საყიდლების ან დიდი გარიგებებისთვის, რომლებიც წინასწარ არ გქონიათ დაგეგმილი. დანარჩენ საკითხებში პოზიტიური ემოციების გავლენა შეიგრძნობა. ვარსკვლავების მხარდაჭერით ენთუზიაზმით მოეკიდებით რთულ საქმეებს და მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. ურთიერთობები გარშემომყოფებთან ჩვეულებრივი ადვილი იქნება.
ზოდიაქოს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ორიგინალური ნიშნები
მერწყული: შესანიშნევი იდეების დღეა. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ყურადღებიანი ხართ წვრილმანების მიმართ, მხედველობიდან არაფერი გეპარებათ. ამან შეიძლება მეტი დრო წაგართვათ, მაგრამ სამაგიეროდ, შეცდომებს არ დაუშვებთ. შესაძლოა, გაიცნოთ თქვენგან სრულიად განსხვავებული ადამიანი და არც მასთან რომანტიკული ისტორიის დაწყებაა გამორიცხული.
თევზები: არ იჩქაროთ. დღეს აუცილებლად კარგად აწონილ–დაწონილი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. არ ღირს ყოველთვის იმის თქმა, რაც პირველი მოგივათ თავში. ინტუიცია ბევრ რამეში გეხმარებათ, მაგრამ მცირე გაუგებრობები მაინც შესაძლებელია. გარშემომყოფებთან ურთიერთობებიც ყოველთვის ჰარმონიული არ არის. ისინი დღეს ჩვეულებრივზე მეტად ერევიან თქვენ საქმეებში. შეიძლება დაძაბული მომენტები შეიქმნას, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტს თავიდან აიცილებთ.