თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასი გაეზრდებათ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1024 ლარს შეადგენს. ამასთან საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მოიცავს განაკვეთს და კოეფიციენტს, რომელიც მოხელის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. ასეთი სულ 12 კლასია.
„საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა ბევრი წელია და ეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა. ძალიან ბევრი კვალიფიციური საჯარო მოხელე მუშაობს დღეს საჯარო უწყებებში და მათი ხელფასები უკვე წლებია არ გაზრდილა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მანამდე ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების ხელფასის მომატების სქემის შემუშავება პენსიების ინდექსაციის მსგავსად დააანონსა. გასული წლიდან კანონში გაწერილია პენსიების ყოველწლიური მომატება, რომელიც ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული.