თბილისი, 22 ოტომბერი – Sputnik. თბილისში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში მუშა ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.