ვინ მონაწილეობს „ევროვიზია 2022“-ის კონკურსში: ქვეყნების სია

იტალიამ კონკურსის ჩატარების უფლება როტერდამში „ევროვიზიაზე“ იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურში „ევროვიზია 2022“ 41 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.
„ევროვიზია 2022“ მომავალი წლის გაზაფხულზე იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.
კონკურსის ჩატარების პრეტენზია ტურინთან ერთად ჰქონდათ მილანს, ბოლონიას, რიმინისა და პეზაროს.
ცნობილი გახდა „ევროვიზია 2022“-ის ჩატარების ადგილი
კონკურსში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს: ალბანეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბელგიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, ისლანდიამ, იტალიამ, ლატვიამ, მოლდოვამ, მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სერბეთმა, სლოვენიამ, შვეიცარიამ, უკრაინამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბულგარეთმა, ხორვატიამ, დანიამ, ესტონეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ისრაელმა, ლიეტუვამ, მალტამ, ნიდერლანდმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუსეთმა, სან-მარინომ, ესპანეთმა, შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
„ევროვიზიის" პირველი და მეორე ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ არენა PalaOlimpico-ზე ჩატარდება.
იტალიამ კონკურსის ჩატარების უფლება როტერდამში „ევროვიზიაზე“ იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით მოიპოვა.