ვეტოს უფლების გაუქმება: გაეროს გენმდივნის ექს-მოადგილემ პუტინის ნათქვამი შეაფასა

Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მართალია, როდესაც გაეროს სიკვდილზე საუბრობს ვეტოს გაუქმების შემთხვევაში, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, რუსეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და სახალხო დიპლომატიის რუსეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ორჯონიკიძემ.
ახალი კონსერვატიზმი: ექსპერტის კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებზე
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გაეროს რეფორმის შესახებ სხვადასხვა გადაწყვეტილებები შესაძლებელია, მაგრამ თუ ვეტოს უფლება დაირღვევა, ორგანიზაცია იმავე დღეს მოკვდება.

„ რასაკვირველია [მოკვდება]. ის მოკვდება, რადგან ვეტოს უფლების მნიშვნელობა ის არის, რომ ძალთა ბალანსი შენარჩუნებულია. ანუ [შეიძლება დაედოს ვეტო იმას], რაც რუსეთისთვის მიუღებელია — უშიშროების საბჭოს სავალდებულო ხასიათის რეზოლუციები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ძალის გამოყენებას. რუსეთს შეუძლია ვეტო დაადოს ისევე, როგორც უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებს“, — განაცხადა ორჯონიკიძემ.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთიმუდმივი წევრია:რუსეთი, აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდიბრიტანეთი.