რამდენი დაჯდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება

ხარჯების დიდი ნაწილი კომისიების წევრების ხელფასებს მოხმარდება.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და უშუალოდ კენჭისყრის პროცესზე დაახლოებით 11,7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, ნათქვამია უწყების დადგენილებაში.
არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარდება.
საერთო თანხიდან 11,4 მლნ ლარი არჩევნების მომზადებას მოხმარდება, დანარჩენი – საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებას.
არჩევნების მომზადების ფარგლებში კომისიების წევრების ხელფასებზე 7,1 მლნ ლარი დაიხარჯება, დანარჩენი ნაწილი აუცილებელი საგნების შესყიდვაზე და სხვა ხარჯებზე გადანაწილდება.
მერების არჩევნების მეორე ტური ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა – 24 მუნიციპალიტეტში.