თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ჰოსპიტალიზებულია, იუწყება „TV პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მას გულის შეტევა აქვს და ის ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
მისი შვილი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დროისათვის ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.