COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.411-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 680.182-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.411 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.456 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 827, კახეთი – 696, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 348, შიდა ქართლი – 347, ქვემო ქართლი – 293, აჭარა – 111, მცხეთა-მთიანეთი – 104, გურია – 93, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 622.181-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 29 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.617-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 48.358 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.725 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.057, იმერეთში – 1.288, აჭარაში – 501.
1.367 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 289 პირი, მათგან თბილისში – 157, იმერეთში – 29, აჭარაში – 28.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 21 ოქტომბერი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.012 ადამიანი, მათ შორის 550 – თბილისში, 271 – აჭარაში.
41.621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 48 ადამიანი. ყველა მათგანი თბილისშია.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36.225 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.411-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 680.182-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.