COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე: ამაზე ცუდ მოცემულობას მეხუთე ტალღის სიმძიმისთვის ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს

საქართველო მეხუთე ტალღის წინაშე დგას – ბოლო დღეებში ე.წ. დადებითობის მაჩვენებელმა თითქმის 10 პროცენტს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდვითარება ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშოა და ქვეყანას წინ რთული პერიოდი ელოდება, მიაჩნია თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადის გამოყენების პროცენტი.

„ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას იმისთვის, რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა, კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

19 ოქტომბრის მონაცემებით, ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა საქართველოში 9,11% შეადგინა, არ იკლებს გარდაცვალების შემთხვევებიც.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოს მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა გადაიტანა კორონავირუსი – გამყრელიძე
ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის სრულად, ორჯერადად აცრილია 910.782 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 31,9%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 60–70%-ის აცრა.