COVID-19 - ბოლო ცნობები

წამახალისებელმა ლატარიამ შედეგი ვერ გამოიღო: რა ახალ პაკეტზე მუშაობენ სპეციალისტები

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით გარკვეული პაკეტი მუშავდება.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ მოქალაქეებს დიდი სტიმული ვერ მისცა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში წამახალისებელმა ლატარიამ სტარტი 14 სექტემბერს აიღო. ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრონციპით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ყოველდღიურად ფულად პრიზებს ათამაშებს. ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მლნ ლარია.
რაც შეეხება ვაქცინაციის მარათონს, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორ დღეში 150-მდე ადამიანი აიცრა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-ლატარიაში 10 ათასი ლარი კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო
„მარათონი 18 ოქტომბერს დავიწყეთ და პირველ დღეს ოთხ სოფელში დაახლოებით 100 ადამიანი აიცრა. შემდგომ იმავე სოფლებში დაემატა 50-მდე ადამიანი. ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში. იმედი მაქვს, ეს მაჩვენებელი თანდათან ეს მოიმატებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ვაქცინაციის ტემპის კლების გამო.

„წამახალისებელმა ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, „დიდი სტიმული მისცა“, ასე ნამდვილად არაა. რაც შეეხება ახალ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, ისინი ძირითადად სოფლის მოსახლეობაზეა გათვლილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პირველ ეტაპზე სამთვიანი მარათონი 68 დასახლებულ პუნქტში ტარდება, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით გარკვეული პაკეტი მუშავდება.
„გარდა იმ მარათონისა, რომელიც დავიწყეთ, კიდევ მთელი რიგი წამახალისებელი და სხვა სახის ღონისძიებების პაკეტი უნდა მომზადდეს, უნდა დაიხვეწოს და წარდგეს, რათა საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით. დღეს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32% გვყავს აცრილი. თუ ჩვენ ვაქცინაციის ტემპი არ გავზარდეთ, ვითარება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 675.771-ს მიაღწია.