საქართველოში ახალი პოლიტიკური პლატფორმა გაჩნდა: წევრები

ახალი პლატფორმის მიზანია - საქართველოში პროდასავლური კოალიციური მმართველობის შექმნა
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. პარტიებმა - „ლელომ“ და „დროამ“ ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
არჩევნები 2021
ელენე ხოშტარია ხმების გადათვლას 200 უბანზე მოითხოვს
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წელს ცნობილმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ შექმნა, ხოლო პარტია „დროა“ 2021 წლის დასაწყისში დააარსა „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
„დღეს შევიკრიბეთ „დროა" და „ლელო", რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც უნდა ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პროდასავლური, კოალიციური მმართველობა“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
უკვე საღამოს ორივე პარტია მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის პრეზენტაციაში, რომელსაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში წარადგენენ.